ქოთანი  | TERA, ITALY

ქოთნების ნაკრები „სიერა“ 48სმ, ატმისფერი

ქოთნების ნაკრები „სიერა“ 48სმ, ატმისფერი

ფასი (Regular price) 59.00 ₾
ფასი (Regular price) 59.00 ₾ ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ზომები

სიერა“ოთხი პატარა კვადრატული ქოთნისგან შემდგარ მართკუთხა ფორმის ნაკრებს წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთთან ერთი თეფშითაა შეერთებული და  ძირში მჭიდროდ  დამაგრებულია. დამზადებულია გადამუშავებადი პლასტმასისგან, აქვს მქრქალი ზედაპირი,  მცირე წონით გამოირჩევა და განკუთვნილია სპეციალურად სუკულენტებისთვის და პატარა ბალახეული მცენარეებისთვის. 

იდეალურია ფანჯრის რაფებზე, აივნებზე, სამზარეულოს ზედაპირებზე ან მაგიდებზე განსათავსებლად და შესანიშნავია „ველეტა“-ს ქოთანთან კომბინაციაში ერთიანი იერსახის შექმნისას.

ხელმისაწვდომია მრავალ  ფერში.

ფერი: ატმისფერი
მასალა: პლასტმასი

სიგრძე (სმ) სიგანე (სმ) სიმაღლე (სმ) მოცულობა (ლიტრი)
48 12 11 3
მარაგი იწურება
დამატებითი ინფორმაცია
  • 4 ქოთნისგან შემდგარი ნაკრები ჩაშენებული თეფშით
  • შიდა გამოყენებისთვის
  • მსუბუქი კონსტრუქცია
  • ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მედეგი
  • ცივი/თბილი ტემპერატურისადმი მედეგი
  • გადამუშავებადი
  • დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან
  • დამზადებულია იტალიაში

მიწოდების პირობები

ყველა შეკვეთა საქართველოს ფოსტით იგზავნება (საკურიერო), რაც უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას ქ. თბილისში, სხვა ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში. თითოეული შეკვეთის გაგზავნისას, შეკვეთის გადაადგილების მონიტორინგისთვის მოგაწვდით გზავნილის კოდს.

შეკვეთების დამუშავება
შეკვეთები მუშავდება და საქართველოს ფოსტას გადაეცემა პროდუქტის ღირებულების გადახდის დადასტურებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პიკურ პერიოდებში - პროდუქტებზე აქციების და დღესასწაულების დროს შეკვეთის დამუშავების ვადა შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს.

მიწოდების ვადები
ქ. თბილისში, როგორც წესი, მიწოდება ხორციელდება საშუალოდ 2–3 სამუშაო დღეში, ხოლო სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში - 5–6 სამუშაო დღეში.

მიწოდების ტარიფები
ქ. თბილისში მიწოდების ღირებულება არის 5 ლარი, ხოლო რეგიონებში - 10 ლარი. 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდება უფასოა!

გაბარიტული პროდუქტები
გაბარიტული პროდუქტების შეკვეთების შემთხვევაში, პროდუქტის გვერდზე ღილაკი „კალათაში დამატება და ყიდვა“ შეცვლილია ღილაკით „დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონზე ან მესენჯერში“, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტს აქვს გაბარიტული ზომები და სპეციალური წესით მიწოდებას საჭიროებს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რომ შევათანხმოთ თქვენი შეკვეთისთვის საუკეთესო მიწოდების გზა.

დეტალების ნახვა (View full details)

ბოლოს ნანახი

ქოთნების ნაკრები „სიერა“ 48სმ, ატმისფერი

ქოთნების ნაკრები „სიერა“ 48სმ, ატმისფერი

ფასი (Regular price) 59.00 ₾
ფასი (Regular price) 59.00 ₾ ფასდაკლებული ფასი (Sale price)