საქონლის დაბრუნების პოლიტიკა – kvirti.ge

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, მომხმარებელს აქვს უფლება, 14 კალენდარული დღის განმავლობაში, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი პროდუქტი.

როგორ ხდება საქონლის დაბრუნება?

დასაბრუნებელი პროდუქტის მისამართი:
ქ. თბილისი, ქობულეთის ქ №1

დაბრუნების პროცესი:

შეავსეთ საქონლის დაბრუნების ფორმა – მოთხოვნის ინიცირებისთვის.
შეირჩიეთ თემა - „პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით“,  აუცილებლად მიუთითეთ შეკვეთის თარიღი, ნომერი და თქვენი ტელეფონის ნომერი.

დააბრუნეთ პროდუქტი დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მოთხოვნის შეტყობინებიდან 7 კალენდარული დღისა.

საქონლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომხმარებელი (გარდა შემთხვევებისა, როცა პროდუქტი არასწორია, დაზიანებულია ან აქვს ქარხნული ნაკლი).

პროდუქტი უნდა დაუბრუნდეს ყველა თანდართული ნაწილითა და დოკუმენტით.

თანხის დაბრუნება

kvirti.ge ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა უკან დაუბრუნოს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოთხოვნის მიღებიდან.

kvirti.ge იტოვებს უფლებას, გაუგზავნოს თანხა მომხმარებელს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროდუქტი იქნება მიღებული.

თანხა ბრუნდება იგივე მეთოდით, რაც გამოყენებული იყო შეძენისას.
 
დაბრუნების გამონაკლისები

მომხმარებელს არ აქვს უფლება გააუქმოს ხელშეკრულება და დააბრუნოს პროდუქტი, თუ:

  • პროდუქტი დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით;
  • პროდუქტი არის მალფუჭებადი;
  • მიწოდებული პროდუქტი მიწოდებისას შეერწყა სხვა პროდუქტს განუყოფლად;
  • პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს.
  • პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.
  • მომხმარებლის მიერ დაზიანებულია ან ეტყობა, რომ გამოყენებულია და რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა).

მოთხოვნის დაფიქსირებისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს ეს ფორმა ან უნდა მიმართოს kvirti.ge-ს თქვენთვის მისაღები საკომუნიკაციო არხიT.