ქოთანი
| TERA, ITALY
ყვავილების ქოთანი „ტრამა 002“ 100სმ, კრემისფერი
ყვავილების ქოთანი „ტრამა 002“ 100სმ, კრემისფერი
ფასი (Regular price)
549.00 ₾
ფასი (Regular price)
549.00 ₾
ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ერთეულის ფასი (Unit price)
/
ყოველ (per)
♡
„ტრამა 002“ მართკუთხა ფორმის მოდულური საყვავილეა გარე სივრცეში გამოყენებისთვის, რომელიც შექმნილია როგორც ასაწყობი მოდელი, სადაც ნაწილები ერთმანეთს მარტივად უერთდება - დამატებითი ხელსაწყოები არ არის საჭირო. მისი აწყობა ადვილი და მოსახერხებელია, დამატებითი ინსტრუქციებისთვის იხილეთ ვიდეო ამ გვერდის ფოტოკარუსელში.
🌿 გადააქციეთ თქვენი აივანი ან ტერასა ურბანულ ბაღად და შესძინეთ ბუნების სუნთქვა. ქალაქის შუაგულშიც კი, მცენარეების გაშენება დამამშვიდებელი და აღმდგენი ეფექტის მატარებელია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სილამაზე და წონასწორობა შემოაქვს.
ქოთნის კონსტრუქცია მგრადია, აღჭურვილია რეგულირებადი „ფეხებით“, რომლებიცმისი დონის და მდგრადობის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ არათანაბარ ზედაპირებზეც კი. ძირზე განლაგებული აქვს ჩაშენებული წყლის რეზერვუარის ცხაურა, რომელიც ზედმეტ ტენს ინარჩუნებს და თანდათან აწვდის ნიადაგს, რითაც ხშირი მორწყვის საჭიროებას ამცირებს.
„ტრამა 002“ განსაკუთრებით შთამბეჭდავია „ტრამა“-ს სხვა მოდელებთან კომბინირებისას, რაც ელეგანტური, მოდულური მწვანე სივრცეების შესაქმნელად უსასრულო შესაძლებლობებს იძლევა.
„ტრამა 002“ დამზადებულია იტალიაში, ხელმისაწვდომია რამდენიმე ფერში და თანამედროვე დიზაინსა და პრაქტიკულ გამოყენებას აერთიანებს, ამიტომ იგი შეუდარებელია აივნების, ტერასებისა და თანამედროვე გარე სივრცეების მოწყობისთვის.
ფერი: კრემისფერი
მასალა: პლასტმასი
| სიგრძე (სმ) | სიგანე (სმ) | სიმაღლე (სმ) | მოცულობა (ლ) |
|---|---|---|---|
| 100 | 42 | 40 | 100 |
მარაგი იწურება
შეკვეთის გატანის მისამართები ვერ ჩაიტვირთა (Couldn't load pickup availability)
დამატებითი ინფორმაცია
- გარე გამოყენებისთვის
- საჭიროებს აწყობას
- ჩაშენებული წყლის რეზერვუარის ცხაურა
- ტექსტურირებული ზედაპირი
- ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მედეგი
- ცივი/თბილი ტემპერატურისადმი მედეგი
- გადამუშავებადი
- დამზადებულია იტალიაში
მიწოდების პირობები
მიწოდების პირობები
ყველა შეკვეთა საქართველოს ფოსტით იგზავნება (საკურიერო), რაც უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას ქ. თბილისში, სხვა ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში. თითოეული შეკვეთის გაგზავნისას, შეკვეთის გადაადგილების მონიტორინგისთვის მოგაწვდით გზავნილის კოდს.
შეკვეთების დამუშავება
შეკვეთები მუშავდება და საქართველოს ფოსტას გადაეცემა პროდუქტის ღირებულების გადახდის დადასტურებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პიკურ პერიოდებში - პროდუქტებზე აქციების და დღესასწაულების დროს შეკვეთის დამუშავების ვადა შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს.
მიწოდების ვადები
ქ. თბილისში, როგორც წესი, მიწოდება ხორციელდება საშუალოდ 2–3 სამუშაო დღეში, ხოლო სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში - 5–6 სამუშაო დღეში.
მიწოდების ტარიფები
ქ. თბილისში მიწოდების ღირებულება არის 5 ლარი, ხოლო რეგიონებში - 10 ლარი. 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდება უფასოა!
გაბარიტული პროდუქტები
გაბარიტული პროდუქტების შეკვეთების შემთხვევაში, პროდუქტის გვერდზე ღილაკი „კალათაში დამატება და ყიდვა“ შეცვლილია ღილაკით „დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონზე ან მესენჯერში“, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტს აქვს გაბარიტული ზომები და სპეციალური წესით მიწოდებას საჭიროებს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რომ შევათანხმოთ თქვენი შეკვეთისთვის საუკეთესო მიწოდების გზა.
გაზიარება
მსგავსი პროდუქტები
ბოლოს ნანახი
ყვავილების ქოთანი „ტრამა 002“ 100სმ, კრემისფერი
ფასი (Regular price)
549.00 ₾
ფასი (Regular price)
549.00 ₾
ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ერთეულის ფასი (Unit price)
/
ყოველ (per)
ყვავილების ქოთანი „ტრამა 002“ 100სმ, კრემისფერი
ფასი (Regular price)
549.00 ₾
ფასი (Regular price)
549.00 ₾
ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ერთეულის ფასი (Unit price)
/
ყოველ (per)
Model
N/A
Color
Weight
N/A
Year
N/A
Dimensions
N/A
Materials
N/A
Features
N/A