ქოთანი  | TERA, ITALY

თიხის ქოთანი „სოლეტო" ⌀19/24/29სმ, გალესტრო

თიხის ქოთანი „სოლეტო" ⌀19/24/29სმ, გალესტრო

ფასი (Regular price) 72.00 ₾
ფასი (Regular price) 72.00 ₾ ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ზომები

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თიხის/გალესტროს ქოთნების მიწოდება  ხორციელდება მხოლოდ ქ. თბილისის მასშტაბით.

 „სოლეტო“ არის კონუსისებრი ფორმის კლასიკური თიხის ქოთანი, რომელიც ზეთისხილის ტოტის რელიეფური მოტივით არის მორთული. გალესტროს გაუპრიალებელ ზედაპირზე ბუნებრივი წინწკლები და ფერის სახესხვაობები შეინიშნება, ამიტომ თითოეული ნაკეთობა არის თითქმის უნიკალური.
 
ქოთანი მზადდება ხელით იტალიაში, Galestro Colorobbia-ს თიხისგან, რომელიც ტოსკანას რეგიონში მოიპოვება და მისი სიმტკიცისა და „სუნთქვის“ უნარით ფასობს. დროთა განმავლობაში, ზედაპირზე შეიძლება მარილის მსუბუქი ნაფიფქი განვითარდეს, რაც ავთენტურ დაძველებულ პატინას ქმნის.

ფერი: გალესტრო
მასალა: თიხა/გალესტრო

დიამეტრი (სმ) სიმაღლე (სმ) მოცულობა (ლიტრი)
19 16.5 3.3
24 20.5 6.6
29 26 11.5


ქოთანს აქვს სადრენაჟე ნახვრეტი, -15°C-მდე ყინვას უძლებს, რაც მას როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში გამოყენებისთვის შესაფერისს ხდის. „სოლეტო“ ასევე შეგიძლიათ შეუთავსოთ „სოტოვასო როტონდო“-ს თეფშს. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს, თუ რომელი ზომის თეფში თქვენ მიერ არჩეულ ქოთანს შეესაბამება:

ყვავილის ქოთანი (სმ) შესაბამისი თეფში (სმ)
სოლეტო ⌀19 თეფში „სოტოვაზო როტონდო ⌀18
სოლეტო ⌀24 თეფში „სოტოვაზო როტონდო ⌀23
სოლეტო ⌀29 თეფში „სოტოვაზო როტონდო ⌀26
მარაგი იწურება
დამატებითი ინფორმაცია
  • შიდა/გარე გამოყენებისთვის
  • აქვს სადრენაჟე ხვრელი
  • „სუნთქვადი“
  • ყინვამედეგი (< -15°)
  • დამზადებული ბუნებრივი მასალისგან
  • ხელნაკეთია იტალიაში

მიწოდების პირობები

ყველა შეკვეთა საქართველოს ფოსტით იგზავნება (საკურიერო), რაც უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას ქ. თბილისში, სხვა ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში. თითოეული შეკვეთის გაგზავნისას, შეკვეთის გადაადგილების მონიტორინგისთვის მოგაწვდით გზავნილის კოდს.

შეკვეთების დამუშავება
შეკვეთები მუშავდება და საქართველოს ფოსტას გადაეცემა პროდუქტის ღირებულების გადახდის დადასტურებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პიკურ პერიოდებში - პროდუქტებზე აქციების და დღესასწაულების დროს შეკვეთის დამუშავების ვადა შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს.

მიწოდების ვადები
ქ. თბილისში, როგორც წესი, მიწოდება ხორციელდება საშუალოდ 2–3 სამუშაო დღეში, ხოლო სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში - 5–6 სამუშაო დღეში.

მიწოდების ტარიფები
ქ. თბილისში მიწოდების ღირებულება არის 5 ლარი, ხოლო რეგიონებში - 10 ლარი. 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდება უფასოა!

გაბარიტული პროდუქტები
გაბარიტული პროდუქტების შეკვეთების შემთხვევაში, პროდუქტის გვერდზე ღილაკი „კალათაში დამატება და ყიდვა“ შეცვლილია ღილაკით „დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონზე ან მესენჯერში“, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტს აქვს გაბარიტული ზომები და სპეციალური წესით მიწოდებას საჭიროებს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რომ შევათანხმოთ თქვენი შეკვეთისთვის საუკეთესო მიწოდების გზა.

დეტალების ნახვა (View full details)

ბოლოს ნანახი

თიხის ქოთანი „სოლეტო" ⌀19/24/29სმ, გალესტრო

თიხის ქოთანი „სოლეტო" ⌀19/24/29სმ, გალესტრო

ფასი (Regular price) 72.00 ₾
ფასი (Regular price) 72.00 ₾ ფასდაკლებული ფასი (Sale price)