კაშპო
| TERA, ITALY
ქოთანი „სკიო კონო“ 70/90სმ, რძიანი ყავისფერი
ქოთანი „სკიო კონო“ 70/90სმ, რძიანი ყავისფერი
ფასი (Regular price)
267.00 ₾
ფასი (Regular price)
267.00 ₾
ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ერთეულის ფასი (Unit price)
/
ყოველ (per)
♡
„სკიო კონო“ არის ნატიფი სვეტისებური ფორმის ელეგანტური, მაღალი კაშპო, რომელიც ნებისმიერ სივრცეს ამშვენებს - იდეალურია შესასვლელებისთვის, ტერასებისთვის, ბაღის კუთხეებისთვის ან შიდა სივრცეში გამოყენებისთვის. მისი მინიმალისტური დიზაინი ვერტიკალურ ბალანსს და დახვეწილ შტრიხებს ნებისმიერ ადგილს თუ ინტერიერს სძენს და იდეალურად ერწყმის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ გარემოს.
ქოთანს აქვს მქრქალი, ოდნავ ტექსტურირებული ზედაპირი, ის დეკორატიულად გამოიყურება მასში მცენარეების მოთავსებამდეც!
ქოთანი განკუთვნილია მასში გადარგვის გარეშე მცენარის სარგავი ქოთანით პირდაპირ ჩასადგმელად. სურვილისამებრ კი შესაძლებელია ქოთნის გაბურღვა სადრენაჟე ნახვრეტის შესაქმნელად, რაც სხვადასხვა ტიპის მცენარეების შერჩევის დროს მოქნილობას უზრუნველყოფს.
ქოთანი რამდენიმე ზომაში და ფერში არის ხელმისაწვდომი.
აღნიშნულ მოდელს შიდა ქოთანი აქვს და მისი ზუსტი ზომები შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში იხილოთ, რაც თქვენი მცენარეებისთვის შესაფერისი ვარიანტის შერჩევას გაგიადვილებთ.
"სკიო კონო" დამზადებულია იტალიაში მსუბუქი, გადამუშავებადი პლასტმასისგან, მედეგია ყინვის, სიცხისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
ფერი: რძიანი ყავისფერი
მასალა: პლასტმასი
| დიამეტრი (სმ) | სიმაღლე (სმ) | მოცულობა (ლიტრი) |
|---|---|---|
| 30 (შიდა 22) | 68 (შიდა 20) | 8 |
| 40 (შიდა 32) | 90.5 (შიდა 26) | 26 |
მარაგი იწურება
შეკვეთის გატანის მისამართები ვერ ჩაიტვირთა (Couldn't load pickup availability)
დამატებითი ინფორმაცია
- შიდა/გარე გამოყენებისთვის
- ორმაგკედლიანი კონსტრუქცია
- საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაბურღვა
- გამძლე მასალა
- მსუბუქი კონსტრუქცია
- ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მედეგი
- ცივი/თბილი ტემპერატურისადმი მედეგი
- გადამუშავებადი
- დამზადებულია იტალიაში
მიწოდების პირობები
მიწოდების პირობები
ყველა შეკვეთა საქართველოს ფოსტით იგზავნება (საკურიერო), რაც უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას ქ. თბილისში, სხვა ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში. თითოეული შეკვეთის გაგზავნისას, შეკვეთის გადაადგილების მონიტორინგისთვის მოგაწვდით გზავნილის კოდს.
შეკვეთების დამუშავება
შეკვეთები მუშავდება და საქართველოს ფოსტას გადაეცემა პროდუქტის ღირებულების გადახდის დადასტურებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პიკურ პერიოდებში - პროდუქტებზე აქციების და დღესასწაულების დროს შეკვეთის დამუშავების ვადა შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს.
მიწოდების ვადები
ქ. თბილისში, როგორც წესი, მიწოდება ხორციელდება საშუალოდ 2–3 სამუშაო დღეში, ხოლო სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში - 5–6 სამუშაო დღეში.
მიწოდების ტარიფები
ქ. თბილისში მიწოდების ღირებულება არის 5 ლარი, ხოლო რეგიონებში - 10 ლარი. 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდება უფასოა!
გაბარიტული პროდუქტები
გაბარიტული პროდუქტების შეკვეთების შემთხვევაში, პროდუქტის გვერდზე ღილაკი „კალათაში დამატება და ყიდვა“ შეცვლილია ღილაკით „დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონზე ან მესენჯერში“, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტს აქვს გაბარიტული ზომები და სპეციალური წესით მიწოდებას საჭიროებს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რომ შევათანხმოთ თქვენი შეკვეთისთვის საუკეთესო მიწოდების გზა.
გაზიარება

მსგავსი პროდუქტები
ბოლოს ნანახი
ქოთანი „სკიო კონო“ 70/90სმ, რძიანი ყავისფერი
ფასი (Regular price)
267.00 ₾
ფასი (Regular price)
267.00 ₾
ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ერთეულის ფასი (Unit price)
/
ყოველ (per)
Model
N/A
Color
Weight
N/A
Year
N/A
Dimensions
N/A
Materials
N/A
Features
N/A