კაშპო  | TERA, ITALY

ქოთანი „დივიო“ 90სმ, თეთრი

ქოთანი „დივიო“ 90სმ, თეთრი

ფასი (Regular price) 1,195.00 ₾
ფასი (Regular price) 1,195.00 ₾ ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ზომები

დივიო“ არის გამძლე, ვიწრო მართკუთხა ფორმის საყვავილე გამოკვეთილი და მომრგვალებული კონტურებით, რაც მას  თანამედროვე ინტერიერებსა და გარე სივრცეებში გამოყენებისთვის უნივერსალურს ხდის. წაგრძელებული ფორმის წყალობით, ის იდეალურია შესასვლელების გამოსაკვეთად, ტერასის ჩარჩოების შემოსავლებად ან დიდ ფართობებზე ზონების გასამიჯნად.

ხელმისაწვდომია სამ ფერში: ნახშირისფერი, რძიანი ყავისფერი და თეთრი.

ორმაგკედლიანი დიზაინის მქონე "დივიო"  მტკიცე კონსტრუქციით გამოირჩევა და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კაშპო შიდა სივრცეში, ხოლო სადრენაჟე მექანიზმის გამოყენებისას - გარე სივრცეში. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია საყვავილეს შიდა და გარე ზომები, რაც  თქვენი მცენარეებისთვის შესაფერისი მოდელის შერჩევას ამარტივებს.

„დივიო“ დამზადებულია იტალიაში და განკუთვნილია  როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეში ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

ფერი: თეთრი
მასალა: პლასტმასი

სიგრძე (სმ) სიგანე (სმ) სიმაღლე (სმ) მოცულობა (ლიტრი)
90 (შიდა 85) 27 (შიდა 23) 77.5 (შიდა 33) 59
მარაგი იწურება
დამატებითი ინფორმაცია
  • შიდა/გარე გამოყენებისთვის
  • ორმაგკედლიანი კონსტრუქცია
  • საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაბურღვა
  • გამძლე მასალა
  • ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მედეგი
  • ცივი/თბილი ტემპერატურისადმი მედეგი
  • გადამუშავებადი
  • დამზადებულია იტალიაში

მიწოდების პირობები

ყველა შეკვეთა საქართველოს ფოსტით იგზავნება (საკურიერო), რაც უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას ქ. თბილისში, სხვა ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში. თითოეული შეკვეთის გაგზავნისას, შეკვეთის გადაადგილების მონიტორინგისთვის მოგაწვდით გზავნილის კოდს.

შეკვეთების დამუშავება
შეკვეთები მუშავდება და საქართველოს ფოსტას გადაეცემა პროდუქტის ღირებულების გადახდის დადასტურებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პიკურ პერიოდებში - პროდუქტებზე აქციების და დღესასწაულების დროს შეკვეთის დამუშავების ვადა შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს.

მიწოდების ვადები
ქ. თბილისში, როგორც წესი, მიწოდება ხორციელდება საშუალოდ 2–3 სამუშაო დღეში, ხოლო სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში - 5–6 სამუშაო დღეში.

მიწოდების ტარიფები
ქ. თბილისში მიწოდების ღირებულება არის 5 ლარი, ხოლო რეგიონებში - 10 ლარი. 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდება უფასოა!

გაბარიტული პროდუქტები
გაბარიტული პროდუქტების შეკვეთების შემთხვევაში, პროდუქტის გვერდზე ღილაკი „კალათაში დამატება და ყიდვა“ შეცვლილია ღილაკით „დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონზე ან მესენჯერში“, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტს აქვს გაბარიტული ზომები და სპეციალური წესით მიწოდებას საჭიროებს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რომ შევათანხმოთ თქვენი შეკვეთისთვის საუკეთესო მიწოდების გზა.

დეტალების ნახვა (View full details)

ბოლოს ნანახი