ქოთანი  | TERA, ITALY

ქოთანი „ბლუმი“ ⌀19/24/29სმ, მუქი ნაცრისფერი

ქოთანი „ბლუმი“ ⌀19/24/29სმ, მუქი ნაცრისფერი

ფასი (Regular price) 18.00 ₾
ფასი (Regular price) 18.00 ₾ 18.00 ₾ ფასდაკლებული ფასი (Sale price)
ზომები

,,ბლუმი“ მომრგვალებული ფორმის ქოთანია, რომელიც ზემოთკენ თანდათან ფართოვდება და ფუძეში ვიწროვდება. ზედა ნაწილში ის მკვეთრად გამოხატული კიდითაა გარშემოვლებული, რაც მას კლასიკურ, თუმცა განახლებულ იერსაც სძენს. შესაფერისია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებისთვის. ხელმისაწვდომია თანამედროვე ფერებში, რომლებიც სხვადასხვა სტილს ადვილად ერწყმის. 

ქოთანი აღჭურვილია კომპაქტური წყლის სარეზერვუარო სისტემით მცენარეთა ჯანსაღი დატენიანების უზრუნველსაყოფად, ხოლო ძირში მდებარე ფოთლის ფორმის საცობი საშუალებას გაძლევთ გახსნათ ან დახუროთ სადრენაჟე ხვრელი ქოთნის განთავსების ადგილის გათვალისწინებით.

ფერი: მუქი ნაცრისფერი
მასალა: პლასტმასი

დიამეტრი (სმ) სიმაღლე (სმ) მოცულობა (ლიტრი)
19 16 3
24 20 6
29 24 11


მათთვის, ვინც უპირატესობას მცენარეთა მოვლის ტრადიციულ მეთოდებს ანიჭებს , ,,ბლუმი“-ს ქოთნებისთვის ხელმისაწვდომია  თეფშები ,,ორმა“, რომლებიც ცალკე იყიდება . ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს, თუ რომელი ზომის თეფში  თქვენ მიერ არჩეულ ქოთანს შეესაბამება:

ქოთანი შესაბამისი თეფში
„ბლუმი" ⌀19 თეფში „ორმა“ ⌀17
„ბლუმი" ⌀24 თეფში „ორმა“ ⌀21
„ბლუმი" ⌀29 თეფში „ორმა“ ⌀25
მარაგი იწურება
დამატებითი ინფორმაცია
  • შიდა/გარე გამოყენებისთვის
  • აქვს სადრენაჟე ხვრელი საცობით
  • ჩაშენებული წყლის რეზერვუარის ცხაურა
  • მსუბუქი კონსტრუქცია
  • ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მედეგი
  • ცივი/თბილი ტემპერატურისადმი მედეგი
  • გადამუშავებადი
  • დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან
  • დამზადებულია იტალიაში

მიწოდების პირობები

ყველა შეკვეთა საქართველოს ფოსტით იგზავნება (საკურიერო), რაც უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას ქ. თბილისში, სხვა ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში. თითოეული შეკვეთის გაგზავნისას, შეკვეთის გადაადგილების მონიტორინგისთვის მოგაწვდით გზავნილის კოდს.

შეკვეთების დამუშავება
შეკვეთები მუშავდება და საქართველოს ფოსტას გადაეცემა პროდუქტის ღირებულების გადახდის დადასტურებიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. პიკურ პერიოდებში - პროდუქტებზე აქციების და დღესასწაულების დროს შეკვეთის დამუშავების ვადა შესაძლოა ოდნავ გაიზარდოს.

მიწოდების ვადები
ქ. თბილისში, როგორც წესი, მიწოდება ხორციელდება საშუალოდ 2–3 სამუშაო დღეში, ხოლო სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში - 5–6 სამუშაო დღეში.

მიწოდების ტარიფები
ქ. თბილისში მიწოდების ღირებულება არის 5 ლარი, ხოლო რეგიონებში - 10 ლარი. 100 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდება უფასოა!

გაბარიტული პროდუქტები
გაბარიტული პროდუქტების შეკვეთების შემთხვევაში, პროდუქტის გვერდზე ღილაკი „კალათაში დამატება და ყიდვა“ შეცვლილია ღილაკით „დაგვიკავშირდით მითითებულ ტელეფონზე ან მესენჯერში“, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტს აქვს გაბარიტული ზომები და სპეციალური წესით მიწოდებას საჭიროებს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, რომ შევათანხმოთ თქვენი შეკვეთისთვის საუკეთესო მიწოდების გზა.

დეტალების ნახვა (View full details)

ბოლოს ნანახი

ქოთანი „ბლუმი“ ⌀19/24/29სმ, მუქი ნაცრისფერი

ქოთანი „ბლუმი“ ⌀19/24/29სმ, მუქი ნაცრისფერი

ფასი (Regular price) 18.00 ₾
ფასი (Regular price) 18.00 ₾ 18.00 ₾ ფასდაკლებული ფასი (Sale price)